More information in Georgian

ეს ვებ-გვერდი შეიცავს ძირითად ინფორმაციას პეჩის უნივერსიტეტისა და მისი საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ. უფრო დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ ჩვენი ვებ-გვერდი ინგლისურ ენაზე.

პეჩის უნივერსიტეტი

პეჩის უნივერსიტეტი, უნგრეთის უძველესი უნივერსიტეტი, დაარსდა 1367 წელს. დღესდღეისობით პეჩის უნივერსიტეტი თავისი 10 ფაკულტეტითა და  20,000 -მდე სტუდენტით  წარმოადგენს ერთ-ერთ უდიდეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უნგრეთში. გარდა იმისა, რომ პეჩის უნივერსიტეტი არის ქვეყნის უძველესი უნივერსიტეტი, იგი ბევრი თავისი  ფაკულტეტითა და სასწავლო პროგრამით წამყვან ადგილს იკავებს უმაღლესი საგანმანათლელო პროგრამების საერთაშორისო რეიტინგში.

პეჩის უნივერსიტეტი არის პოპულარული ადგილი საერთაშორისო სტუდენტებისთვის, რაც განპირობებულია შემდეგი მიზეზებით: უსაფრთხო გარემო, სწავლის მაღალი დონე,  სწავლის მისაღები გადასახადი, დაბალი საცხოვრებელი ხარჯები და საერთაშორისო სტუდნტთა უზარმაზარი საზოგადოება. 

პეჩის უნივერსიტეტი 30 წელზე მეტია რაც სრულ საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს თავის სტუდენტებს ინგლისურ ენაზე, ხოლო 10 წელზე მეტია-გერმანულ ენაზე. უნივერსიტეტი ამაყია იმ ფაქტით რომ შეუძლია უმასპინძლოს 4000-ზე მეტ საერთაშორისო სტუდენტს მსოფლიოს 100 ქვეყნიდან, რომლებმაც პეჩის უნივერსიტეტი აირჩიეს სწავლის, სწავლების და კვლევის მაღალი ხარისხის გამო.

სწავლა უნგრეთში

უნგრეთის საგანმანათლებლო სისტემა 600 წელზე მეტია რაც აკადემიურ მოღვაწეობას ახორციელებს  და ეს დაიწყო პეჩის უნივერსიტეტით, უნგრეთის პირველი უნივერსიტეტით.

სწავლის საფეხურები

უმაღლესი საგანმანათლებლო სწავლება ხორციელდება ორი ტიპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უნივერსიტეტში (egyetem უნგრულ ენაზე) და კოლეჯში  (főiskola უნგრულ ენაზე) ორივე მათგანი სთავაზობს სტუდენტებს კურსებს სწავლების სამივე საფეხურზე: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა.

ასევე, აღსანიშნავია, რომ  ხარისხის მინიჭების სტრუქტურა დაყოფილია კურსების უმრავლესობაში, რაც გულისხმობს იმას, რომ არსებობს ინტეგრირებული ერთ-დონიანი (one-tier) პროგრამა, სადაც გაერთიანებულია ბაკალავრიატი და მაგისტრატურა:  ვეტერინარული მედიცინა, არქიტექტურა, სტომატოლოგია, ფარმაცევტიკა, იურიდიული და სამედიცინო. ერთ-დონიანი (one-tier) პროგრამა შედგება 10-12 სემესტრისგან (5-6 წელი) და სწავლის ბოლოს წელს სტუდენტს დაგროვებული უნდა ჰქონდეს 300 – 360 კრედიტი.

კრედიტების სისტემა და აღიარების წესი

კრედიტების ტრანსფერის ევროპული სისტემა (ECTS) ერთადერთი არსებული საკრედიტო სისტემაა უნგრეთში. კრედიტების ტრანსფერის ევროპული სისტემის (ECTS) გამო, უნგრეთში მიღებული კრედიტების და ხარისხის ტრანსფერი შესაძლებელია სხვა ევროპულ ინსტიტუტებში და პირიქით. დიპლომის გარდა, სტუდენტებს ეძლევათ სპეციალური დანართი, რომელიც აღიარებულია მთელი ევროკავშირის მასშტაბით.

მაღალი საერთაშორისო სტანდარტების უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენება ხარისხის კონტროლის მკაცრი ღონისძიებები. უნგრეთის აკრედიტაციის კომიტეტი (HAC)  ახორციელებს უწყვეტი ინსტიტუციონალური და პროგრამული აკრედიტაციის პროცედურებს და მონიტორინგს უწევს საგანმანათლებლო საქმიანობის ხარისხის შესაბამისობას ევროპულ სტანდარტებთან და სახელმძღვანელოებთან. უნგრეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და კურსები აკრედიტებულია უნგრეთის აკრედიტაციის კომიტეტის (HAC) მიერ.

კურსები და შეფასებები

უნგრეთის უნივერსიტეტებში განათლების მიწოდება ხდება სასემინარო და სალექციო სისტემით. ლექციები ტარდება დიდი აუდიტორიისთვის, დასწრება რეკომენდირებულია, მაგრამ, როგორც წესი, არ არის სავალდებულო. სემესტრის ბოლოს სტუდენტებმა უნდა ჩააბარონ წერილობითი ან ზეპირი გამოცდები. სემინარები, როგორც წესი, წარმოდგენს უფრო არაფორმალურ სასწავლო ჯგუფებს 10-20 სტუდენტისათვის, სადაც არის ოთახი ინდივიდუალური კონსულტაციების, მასალის განხილვისა და სავარჯიშოების ამოხსხნისთვის. სტუდენტები, როგორც წესი, საგანს აბარებენ დამოუკიდებლად, წერითი ან ზეპირი გამოცდით.

შეფასების სისტემა, რომელსაც ჩვეულებრივ იყენებენ უნგრეთის უმაღლესი სასწავლებლები, არის შემდეგი:

უმაღლესი შეფასება - 5 შესანიშნავი

4 - კარგი

3 - საშუალო

2 - ჩააბარა

1 - ჩაჭრა, საჭიროა კურსის თავიდან გავლა

პეჩის უნივერსიტეტის სტრუქტურა

უნივერსიტეტს გააჩნია ევროპული უნივერსიტეტებისთვის დამახასიათებელი ტრადიციული სტრუქტურა, რომელსაც ხელმძღვანელობს რექტორი, კანცლერი და სამი ვიცე-რექტორისგან შემდგარი ჯგუფი, რომელთაგან თითოეული პასუხისმგებელია უნივერსიტეტის ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე. ფაკულტეტები, რომლებსაც ხელმძღვანელობს დეკანი და ინსტიტუტები რომლებსაც ხელმძღვანელობს დირექტორი, წარმოადგენენ უფრო დიდ აკადემიურს ფეროს. ისინი დაყოფილი არიან სხვადასხვა დეპარტამენტებად, რომლებსაც ყოველდღიური კონტაქტი აქვთ სტუდენტებთან და პასუხისმგებელნი არიან აკადემიურ პროგრამებზე.

მიღება

2018 წლიდან აპლიკაციის გაგზავნა შესაძლებელი იქნება ონლაინ სააპლიკაციო სისტემით.

პროცესის დასაწყებად დააჭირეთ აქ.

თუ ჯერ კიდევ ვერ გადაგიწყვეტიათ რომელი პროგრამა აირჩიოთ, გამოიყენეთ პროგრამის ძებნის აპლიკაცია და იპოვეთ თქვენთვის სასურველი მიმართულება ახლა!

როგორ გავაკეთოთ განაცხადი

  1. შეისწავლეთ უნივერსიტეტში არსებული სასწავლო პროგრამები, მათი საფასური  და მიღების მოთხოვნები.
  2. აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო პროგრამა, დააჭირეთ განაცხადის გაკეთება-ს (Apply now) და დაიწყეთ განაცხადის შევსება.
  3. დარეგისტრირდით სააპლიკაციო ვებ-გვერდზე, შეავსეთ აპლიკაცია, ატვირთეთ საჭირო დოკუმენტაცია და წარადგინეთ თქვენი განაცხადი!
  4. განაცხადის გაგზავნის შემდეგ, თქვენ მიიღებთ შეტყობინებას განაცხადის საფასურის გადახდის შესახებ.
  5. მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტი მიიღებს განაცხადის საფასურს, სტუდენტთა მიღების ოფისი განიხილავს თქვენს განაცხადს და დაგინიშნავთ მისაღებ გამოცდას ან სკაიპ-ინტერვიუს.
  6. მისაღები გამოცდის/სკაიპ-ინტერვიუს წარმატებით ჩავლის შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ პირობითი ჩარიცხვის წერილს და შეტყობინებას სწავლის საფასურის გადახდის შესახებ.
  7. მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტი მიიღებს თქვენგან სწავლის საფასურს, სტუდენტთა მიღების ოფისი გამოგიგზავნით ჩარიცხვის წერილს და ამის შემდეგ უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ მომზადება პეჩში გამოსამგზავრებლად!

* გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ განაცხადის წარდგენა განსხვავებულად ხდება სამედიცინო ფაკულტეტზე (ზოგადი მედიცინა, ფარმაცია, სტომატოლოგია, ბიოტექნოლოგია, Humanmedizin, Zahnmedizin, Pharmazie)

იხილეთ სამედიცინო ფაკულტეტის ონლაინ-აპლიკაციის ვებგვერდი>>

მიღების მოთხოვნები

უნგრეთში სწავლის უფლების მისაღებად სტუდენტმა უნდა აჩვენოს, რომ აკმაყოფილებს პროგრამის რამდენიმე მოთხოვნას. არსებობს უნივერსიტეტში მიღების ზოგადი მოთხოვნები, რომლებიც ყველა აპლიკანტმა უნდა დააკმაყოფილოს. გარდა ამისა, არის სპეციალურად პროგრამის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები, რომელიც ასევე უნდა დააკმაყოფილოს სტუდენტმა. მაგალითად, საინჟინრო პროგრამამ შესაძლებელია მოითხოვოს მათემატიკის ცოდნის მაღალი დონე. ინფორმაცია კურსის მიერ განსაზღვრული მოთხოვნების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ პროგრამის ინდივიდუალურ გვერდზე.

ყველა სტუდენტი ვალდებულია დაამტკიცოს, რომ ფლობს ინგლისურ ენას იმ დონეზე, რომ შეძლოს პროგრამის დაძლევა. ამის გაკეთება შეგიძლიათ რამდენიმე გზით:

  • თუ ინგლისური ენა თქვენი მშობლიური ენაა (დამადასტურებელ დოკუმენტად წარადგინეთ პასპორტის ასლი)
  • თუ გაქვთ ძირითადი/დამატებითი სპეციალობა ინგლისური ენის მიმართულებით მაგალითად თუ ინგლისური ენა არის თქვენი სწავლის სფერო (ინგლისური ენისა და ლიტერატურის შესწავლა)
  • თუ თქვენ გააგრძელეთ ბაკალავრიატი ინგლისურ ენაზე
  • თუ თქვენ გავლილი გაქვთ საერთაშორისოდ აღიარებული ინგლისური ენის ტესტი (IELTS, TOEFL, TELC, ECL და ა.შ.)

 

საერთაშორისო სტუდენტები არ არიან ვალდებულნი ფლობდნენ უნგრულ ენას იმისათვის, რომ ისწავლონ უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ ინგლისურ ან გერმანულენოვან პროგრამებზე. მიუხედავად ამისა, ჩვენ გირჩევთ უნგრული ენის შესწავლას გარკვეულ დონეზე, რათა შეძლოთ ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია  (თუმცა უმრავლესობა ახალგაზრდებისა და, რა თქმა უნდა, თქვენი პედაგოგები ინგლისურ და გერმანულ ენებზე საუბრობენ). უნგრული ენის შესასწავლად შეგიძლიათ შეუერთდეთ უნგრული ენის მოსამზადებელ კურსებს.

დამატებითი ინფორმაციის და მიღების მოთხოვნების სანახავად დააწკაპეთ აქ.

წარმომადგენელი თქვენს ქვეყანაში

პეჩის უნივერსიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, საკონსულტაციო და საერთაშორისო საგანმანათლებლო სააგენტოებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სწორედ ამ აგენტებსა და მრჩეველებს შეუძლიათ გაგიწიონ კონსულტაცია თქვენთვის ყველაზე სასურველ კურსთან დაკავშირებით და დაგეხმარონ და მოგცევენ რჩევები აპლიკაციის მომზადების პროცესში.

დააჭირეთ აქ და იხილეთ თქვენთან ახლოს მდებარე, პეჩის უნივერსიტეტის ოფიციალური წარმომადგენლების ჩამონათვალი.

თუ გსურთ გაიგოთ უფრო მეტი პეჩის უნივერსიტეტზე, სტუდენტური ცხოვრებაზე პეჩში ან თქვენთვის სასურველ სასწავლო პროგრამაზე, დაუკავშირდით პეჩის უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტების ელჩებს.

მომზადეთ პეჩში ცხოვრებისთვის

მას შემდეგ რაც პეჩის უნივერსიტეტისგან მიიღებთ ჩარიცხვის წერილს თქვენთვის სასურველ სასწავლო ან კვლევით პროგრამაზე, შეგიძლიათ დაიწყოთ თქვენი მოგზაურობის დაგეგმვა. მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ სახელმღვანელო საერთაშორისო სტუდენტებისათვის, თუ როგორ მოვემზადოთ პეჩის უნივერსიტეტში სასწავლებლად და პეჩში, ზოგადად უნგრეთში  საცხოვრებლად. ვებ-გვერდის მარცხენა მხარეს მოცემულ მენიუში იხილეთ ინფორმაცია თანმიმდევრულად თუ რა უნდა გააკეთოთ გამგზავრებამდე. უფრო პრაქტიკული ინფორმაცია მოგეწოდებათ ჩამოსვლის შემდეგ.

საცხოვრებელი

მომავალ სტუდენტებს პეჩში საცხოვრებლად აქვთ ორი ძირითადი ვარიანტი, მათ შეუძლიათ დარჩნენ საერთო სტუდენტურ საცხოვრებელში ან მოძებნონ ალტერნატიული საცხოვრებელი.

პეჩის უნივერსიტეტს აქვს ათი საერთო სტუდენტური საცხოვრებელი. ისინი განლაგებულია ქალაქის მშვიდ, საცხოვრებელ რაიონში. უნივერსიტეტების ფაკულტეტები და ქალაქის ცენტრი ადვილად მისაწვდომ მანძილზეა საერთო საცხოვრებლებისგან. საცხოვრებლების უმეტესობა ახალი გარემონტებულია. ოთახები ლამაზად არის მოწყობილი და თითოეულს აქვს საკუთარი აბაზანა. უზრუნველყოფილია საწოლის თეთრეული. ოთახების ფასი ხელმისაწვდომია: დაახლოებით 140 ევრო თვეში.

იმ მომავალი სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ უმაღლესი ხარისხის საცხოვრებელი, არსებობს ბინის დაქირავების შესაძლებლობა. ბინის დაქირავებით მათ შეუძლიათ უზრუნველყონ თავიანთთვის მშვიდი გარემო, კომფორტი და პირადი სივრცე.

ცხოვრების ღირებულება

უნგრეთში ცხოვრების ხარჯები, ზოგადად, ევროპული სტანდარტების მიხედვით შეფასებულია როგორც დაბალი. იმისათვის, რომ გადაიხადოთ თქვენი ბინის ქირა, შეიძინოთ საჭირო საკვები და ხანდახან გაერთოთ საღამოს, საჭიროა მინიმუმ 150,000 ფორინტი (≈470 ევრო).

ფასებზე ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად მოცემულ ბმულზე შეგიძლით იხილოთ აუცილებელი ნივთების ჩამონათვალი.

მომზადეთ პეჩში ცხოვრებისთვის

საზღვარგარეთ სწავლა შეიძლება იყოს რთული. თქვენ შორს ხართ სახლიდან, ყველაფერი ცოტა უცნაურია, ცოტა უცხო და ზოგჯერ შესაძლოა თავი მარტო იგრძნოთ. მაგრამ არ ინერვიულოთ, ეს ნორმალურია და ეს ყველას ემართება.  პეჩის უნივერსიტეტმა შეიმუშავა რამდენიმე საშუალება, რათა თქვენი გადასვლა რაც შეიძლება მარტივი გახადოს.

მეგობრის პროგრამა: პირადი მეურვეები (მეგობრები) საერთაშორისო სტუდენტებს ეხმარებიან საუნივერსიტეტო სივრცეში ინტეგრირებაში.

კულტურული სენსიბილიზაციის კურსები: გახსნილია ინგლისურ ენოვანი კურსები უნივერსიტეტის ყველა სტუდენტისთვის, რათა დაეხმარონ მათ უნგრეთის კულტურის, საზოგადოებისა და არსებული სოციალური და პოლიტიკური საკითხების გაცნობაში. თქვენ ამ კურსებზე დასწრებას უფასოდ შეძლებთ.

სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაცია: სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაცია პეჩის უნივერსიტეტში ფასდაუდებელ სერვისად ითვლება. მისი ძირითადი მიზანი სტუდენტებისთვის პროფესიული, ფრთხილი და და გულისხმიერი ფსიქოლოგიური კონსულტაციების გაწევაა.

კამპუსის იურიდიული დახმარება: CLAC (კამპუსის იურიდიული დახმარების კლინიკა) ამოქმედდა 2015 წელს, რათა გაეღრმავებინა სამართლის სტუდენტების აკადემიური ცოდნა, ამავდროულად ის უზრუნველყოფს პეჩის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის პროფესიულ და მონიტორულ სამართლებრივ რჩევებს.